ტერმინატორის ახალმა ნაწილმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა გადაღებების დაწყებისკენ. გასულ თვეს ჩვენ გავიგეთ რომ ფილმის პროდიუსერთა ჯგუფს შეუერთდა მეგან ელისონის ძმა დევიდ ელისონი, რომელმაც სახელი გაითქვა ფილმებით True Grit, შეუსრულებელი მისია 4. ამჯამად კი მუშაობს ისეთ ფილმებზე როგორებიცაა ჯეკ რიჩერი, ვარსკვლავური გზა, ჯარისკაცი ჯო და შეუსრულებელი მისია 5.
რამდენიმე კვირის წინ სცენარისტის პოზიციაზე ოფიციალურად დაამტკიცეს ჯეიმს კამორენიც, რომელიც ფილმის უცვლელ სცენარისტთან გეილ ენ ჰარდთან ერთად პერსონაჟების წერას შეუდგა. დღეს კი ცნობილი გახდა რომ სცენარისტთა ჯგუფს დაემატნენ ლეიტა კალოგრიდისი და პატრიკ ლასიერი, რომლებიც ფილმის სთორილაინსა და სცენარის სხვა ძირითად ასპექტებზე იმუშავებენ. ლეიტამ სახელი გაითქვა ფილმებით შეშლილთა კუნძული და ალექსანდრე, ასევე სერიალით ბიონიკური ქალი. პატრიკი გამოირჩევა საშინელებათა ფილმების სცენარების წერით, სწორედ მისი დაწერილია სცენარები ისეთი ფილმებისთვის როგორებიცაა კივილის ყველა ნაწილი, დრაკულას ყველა ნაწილი და შეშლილი რბოლა.
ცნობილია ასევე ისიც რომ Skydance Productions-მა მოლაპარაკებები თითქმის დაასრულა არნოლდ შვარცნეგერთან და დიდი ალბათობით კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი ცნობილ ფრენჩაიზში კვლავ T1000-ის როლში მოგვევლინება.
ჯერ-ჯერობით ფილმზე სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა მოვლენები ძალიან დინამიურად ვითარდება და დღითიდღე სულ უფრო მეტი დეტალი ხდება ცნობილი. დარჩით კინოსიახლეზე და პირველმა გაიგეთ სიახლეები აღნიშნულ კინომოვლენაზე.