გთავაზობთ ახალი კომედიური ფილმის პარანორმალური მოვლენების სახლი (A Haunted House) ის ტრეილერს, ფილმი გამოვა 2013 წლის 11 იანვარს. ფილმში მონაწილეობენ მარლონ უაიანსი (Marlon Wayans), ესსენს ეტკინსი (Essence Atkins) და ნიკ სვარდსონი (Nick Swardson).
მალკოლმი და კეიშა იყიდიან მათი ოცნების სახლს, თუმცა მალე აღმოაჩენენ, რომ სახლში დემონი ბინადრობს. როდესაც კეიშა გახდება შეპყრობილი, მალკოლმი ცდილობს დაიბრუნოს ჩვეულებრივი ცხოვრება. ის დახმარებას თხოვს მღვდელს და მოჩვენებებზე მონადირეებს. ეს არის ცნობილი საშინელებათა ფილმის პარანორმალური მოვლენების პაროდია.