მოგესალმები სტუმარი
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ანიმაცია
ბოევიკი
დრამა
კომედია
ფანტასტიკა
მძაფრ-სიუჟეტიანი
კინო სიახლე
საშინელება
კრიმინალური
მელოდრამა
დეტექტივი
ქართული ფილმი
სპორტული
სერიალები
საოჯახო
ტრილერი
რომანტიკა
სათავგადასავლო
ფენტეზი
დოკუმენტური
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
კიდევ გვესტუმრებით ?

Всего проголосовало: 86
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 30 » ჰოლივუდში “ჯუმანჯის” რიმეიქს იღებენ
3:33 PM
ჰოლივუდში “ჯუმანჯის” რიმეიქს იღებენ
ამ ზაფხულს Columbia-მ განაცხადა, რომ გეგმაში აქვს 1995 წლის საოჯახო ფილმის ჯუმანჯის რიმეიქის გადაღება. პირველ ვერსიაში მონაწილეობდნენ რობინ უილიამსი და ახალგაზრდა კირსტენ დანსტი (მერი ჯეინ უოთსონის როლის შემსრულებელი ადამიანი ობობას პირველ ტრილოგიაში), სადაც მოვლენები ვითარდება უნიკალური და საბედისწერო სამაგიდო თამაშის ირგვლივ, რომელსაც მაგიური ჯუნგლები და ველური ცხოველები ჩვენს სამყაროში გადმოჰყავს.

Columbia-ს აღმასრულებელმა პროდიუსერმა დუგ ბელგრადმა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა რომ მათი სურვილია „სცადონ და განაახლოთ ჯუმანჯი და მოარგონ ის დღევანდელ დღეს". ამ მისიის განსახორციელებლად სტუდიამ უკვე სცენარისტიც იპოვა, კლასიკურ საბავშვო წიგნს ახალ სიცოცხლეს ზაკ ჰელმი ჩაჰბერავს.

თავიდან როცა ეს ინფორმაცია გავრცელდა Columbia-მ სხვადასხვა საინფორმაციო პორტალების მეშვეობით ჩაატარა გამოკითხვა. საზოგადოების რეაქცია ამ პროექტზე ძალიან უარყოფითი იყო, კომენტარები დაახლოებით ასეთი შინაარსის იყო: „ჰოლივუდი ახალი ვერსიის გადაღებით აფუჭებს კიდევ ერთ კლასიკად ქცეულ ფილმს". მათი ასეთი რეაქცია გასაგებიცაა, რადგან 90-იან წლებში დაბადებულები, მათ შორის მეც, ფაქტიურად ამ ფილმზე ვართ გაზრდილნი.

თუმცა როგორც კინოკომპანია გვპირდება ფილმი იქნება გაცილებით მაღალი დონის ვიდრე მისი წინამორბედი და 10 წლის შემდეგ ისიც იქცევა კლასიკურ საოჯახო ფილმად. ასე რომ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ სხვა სიახლეებს ამ პროექტის შესახებ, რომელიც უკვე მომავალი წლიდან საკმაოდ ინტენსიურად გავრცელდება.
კატეგორია: კინო სიახლე | ნანახია: 762 | დაამატა: temo | ტეგები: ჰოლივუდში “ჯუმანჯის” რიმეიქს იღებენ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

GEO.SAITEBI.IN